19 აპრილი 2024,   04:44
ვრცლად
ჩვენ გვინდა, რომ ბათუმი კიდევ უფრო განვავითაროთ - "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი ბათუმში

„ჩვენ გვინდა, რომ ბათუმი კიდევ უფრო განვავითაროთ,“ - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ბათუმში, პეტრე ზამბახიძემ, „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში, თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, ბათუმი ამჟამად მხოლოდ ცენტრალურ უბნებშია შედარებით განვითარებული.

„ახლა დადგა დრო და უკვე დაგვიანებულიც არის იმისთვის, რომ ქალაქი განვითარდეს ყველა უბანში. წყლის სისტემა აუცილებლად მოსაწესრიგებელია და ქალაქს უნდა ჰქონდეს ნორმალური წყალი ყველა უბანში, ეს არის ჩვენი პროგრამის ნაწილი და სანიაღვრე სისტემა,“ - განაცხადა პეტრე ზამბახიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მათ გეგმებში შედის გონიოსა და ბათუმის ბულვარების შეერთება.

პეტრე ზამბახიძის განმარტებით, პარტიას ასევე გათვლილი აქვს პენსიონერებისთვის პენსიის გაზრდა და ადგილობრივ დონეზე ხელფასების გაზრდის კონკრეტული გეგმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები