19 აპრილი 2024,   04:06
ვრცლად
"დავუბრუნოთ ქალაქი ჩვენს ქალაქელებს“ - „დემოკრატიული მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ბათუმში

„მზად ვართ წარმოვადგინოთ ისეთი პროექტი, რომელიც ქალაქს ინტეგრირებას გაუკეთებს ჩვენს მოსახლეობასთან“- ეს განცხადება „დემოკრატიული მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ბათუმში, ომარ ფარტენაძემ, „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ პარტიის ლოზუნგია „დავუბრუნოთ ქალაქი ჩვენს ქალაქელებს.“ მისი აზრით, დღეს ბათუმი თავის მოქალაქეებს დაშორდა.

ომარ ფარტენიძის თქმით, ქალაქის განვითარებისთვის კომპლექსური მიდგომაა აუცილებელი. მან დასაქმების კუთხით პრობლემებზეც ისაუბრა.

„დასაქმების თვალსაზრისით, ყოველგვარი კონკურსების გარეშე დასაქმდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები,“ - განაცხადა ომარ ფარტენაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები