„პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატი ბათუმში თენგიზ თავდგირიძე გადაცემა "არჩევანში" საკუთარი სამომავალო ხედვების შესახებ საუბრობს.
თავდგირიძის თქმით, მნიშვნელოვანია როგორც მცირე, ისე საშუალო ბიზნესის განვითარება, რათა უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს.
„სოციალურად დაუცველ ფენებს სჭირდება განსაკუთრებული თანადგომა, ვეტერანებს, შშმ პირებს,“ – ამბობს თავდგირიძე.
ბათუმის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ კულტურისა და ხელოვნების სფეროების განვითარება და მხარდაჭერა აუცილებელია. ამ მხრივ, მისი თქმით გეგმაშია ბათუმის ფილარმონიის გაკეთებაც.
თავდგირიძე აქვე სხვა პროგრამების შესახებ საუბრობს, რომელსაც მერად არჩევის შემთხვევაში განახორციელებს.