„მე მინდა ბრძოლა და მე ვიბრძოლებ ბოლომდე,“ - ეს განცხადება „ლეიბორისტული“ პარტიის მერობის კანდიდატმა ჯელალ ქიქავამ გადაცემა "არჩევანში" გააკეთა. ქიქავამ მისი ბათუმის მერად არჩევის შემთხვევაში განსახორციელებელ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ჯელალ ქიქავა „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატზეც საუბრობს და ამბობს, რომ მთავარი საკითხია, თუ რა კრიტერიუმებით შეარჩია ის მმართველმა ძალამ ბათუმის მერად.
„უპირველეს ყოვლისა, რაც დღეს ბათუმელებს დღეს აწუხებს და ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი, ეს არის ყველაზე უმთავრესი და პირველი - ის თუ რა კრიტერიუმებით შეარჩია ხელისუფლებამ ასლან აბაშიძის დროინდელი, სეპარატისტული მთავრობის ხაზინის უფროსი 15-16 წლის შემდეგ ბათუმის მერად?“ - აცხადებს ქიქავა.