„ბატონი ლაშა უპირობოდ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში,“ - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ბათუმში, ირაკლი მიქელაძემ, „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.
ამ განცხადებას „ლეიბორისტული პარტიის“ ბათუმში მერობის კანდიდატის, ჯელალ ქიქავას მხრიდან პროტესტი, კრიტიკა და სტუდიაში ხმაური მოჰყვა.
„სამწუხაროდ, აქ ზოგიერთ მერობის კანდიდატს მიაჩნია, რომ საარჩევნო კამპანია მხოლოდ გულისხმობს სხვა მერობის კანდიდატის დისკრედიტაციას და მინდა გითხრათ, ბატონო ჯელალ, ეს არის მიზეზი, რის გამოც თქვენ არჩევნებს ვერ მოიგებთ სინამდვილეში,“ - განაცხადა ირაკლი მიქელაძემ.
"ლეიბორისტული პარტიის" მერობის კანდიდატმა ბათუმში "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ერთი მოგვარებული პრობლემის დასახელება მაინც მოსთხოვა.