25 აპრილი 2024,   20:33
ვრცლად
ბათუმის მერობის კანდიდატები ბათუმში მეჩეთის აგებაზე საუბრობენ

უფროსმა სულხან მესხიძემ ბათუმში მერობის კანდიდატს „ქართული ოცნებიდან“ ლაშა კომახიძეს მეჩეთის საკითხთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა. კითხვა ეხება კონკრეტულად იმას, აშენდება თუ არა მისი მერად გახდომის შემთხვევაში ბათუმში მეჩეთი.

კომახიძის თქმით, სამთავრობო გუნდს მუსლიმ მრევლთან ძალიან ახლო კონსულტაციები აქვს სხვადასხვა გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

„მუსლიმი მრევლი არ არის ჩვენთვის უბრალოდ მრევლი, ეს არის ჩვენთვის არის ძალიან შინაური, ჩვენთვის ძალიან ჩვენიანი ხალხი, რომელთან ერთად რელიგიის გარდა, გაცილებით კიდევ უფრო მეტ მნიშვნელოვან თემებზე ვზრუნავთ,“ - ამბობს კომახიძე.

კომახიძის თქმით, მუსლიმ მრევლთან ერთად, ბათუმისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდება. 

„მუსლიმი მრევლი ჩვენთვის მხოლოდ მუსლიმი მრევლის სტატუსით არ განიხილება, ეს არის ჩვენი ძალიან შინაური, ძალიან ახლობელი ხალხი და ჩვენ მათთან ერთად ვაკეთებთ ქალაქისთვის ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეებს,“ - განაცხადა კომახიძემ.

ჟურნალისტმა ამავე თემასთან დაკავშირებით, კითხვა დაუსვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრსაც.

კითხვაზე, აშენდება თუ არა ლევან ანთაძის მერად არჩევის შემთხვევაში ბათუმში მეჩეთი, მირდატ ქამადაძემ ამბობს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილია, რომ ნებისმიერ ადამიანს, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბრად თავისი ღვთისმსახურების განხორციელების უფლება.

დღის ამბები