24 აპრილი 2024,   12:17
ვრცლად
კამათი გონიოს მიწების მესაკუთრეებზე "არჩევანის" სტუდიაში

„სწორედ ჩვენ მოვახდინეთ ამ საქმეების გაცოცხლება,“ - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ბათუმში, ირაკლი მიქელაძემ, „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში, მიწის მესაკუთრეებისთვის დაბრუნების საკითხზე საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, გონიოს მიწების ჩამორთმევა წინა ხელისუფლების პირობებში მოხდა და ამ პროცესის შეტრიალება „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.

ამ განცხადებას „არჩევანის“ სტუდიაში კამათი მოჰყვა.

„თქვენ მიერ მიღებული გაუქმება ჩვენ გავაუქმეთ და აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებს გაუჩნდათ საკუთრების აღდგენის უფლება,“ - აღნიშნა ირაკლი მიქელაძემ.

ამ განცხადებებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ბათუმში, მირდატ ქამადაძემ, ირაკლი მიქელაძე ტყუილში დაადანაშაულა.

დღის ამბები