„ჩვენ მაქსიმალურად ვერიდებოდით, ამ ხალხის ასე რომ ვთქვათ, წამოყრას ერთი ტროტუარიდან, ვინაიდან ეს არ გადაწყვეტდა პრობლემას, რადგან ეს ადამიანები გადაინაცვლებდნენ სხვა ტროტუარზე და სხა ადგილს მოძებნიდნენ,“ - ასეთი პასუხი გასცა TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის სულხან მესხიძის კითხვას "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ბათუმში ლაშა კომახიძემ.
მესხიძის კითხვა კონკრეტულად ეხება ბათუმში, ტროტუარებზე ვაჭრობას.
კომახიძე აცხადებს, რომ პრობლემა გადასაწყვეტია. მისი თქმით, მოვაჭრეებისთვის არსებობს კონკრეტული და მოწესრიგებული ადგილები, სადაც შესთავაზებენ გადასვლას.
„არის რამდენიმე ადგილი ამის და მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს პროცესები უშუალოდ არჩევნების დაწყებამდეც კი დარეგულირდეს, თუ არა და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული იმ ჩამონათვალში, თუ რითიც დაიწყებს ახალი მერია მუშაობას,“ - აცხადებს კომახიძე.