26 აპრილი 2024,   01:04
ვრცლად
დამანგრეველი მიწისძვრა მექსიკაში - აშშ-ს პრეზიდენტმა დახმარების მზადყოფნა გამოთქვა

მექსიკაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან. მექსიკელ ხალხის მიმართ თანაგრძნობა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკვე გამოხატა.

Twitter-ის საშუალებით დონალდ ტრამპმა მექსიკელებს სოლიდარობა გამოუცხადა და დახმარებას დაჰპირდა.

დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში.

„ჩვენ მზად ვართ დახმარებისთვის თუკი ჩვენი მეზობელი ქვეყანა ამის სურვილს გამოთქვამს”,-ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თანადგომა გამოუცხადა და მექსიკელ ხალხს ურთიერთ თანადგომისკენ მოუწოდა, შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები