24 აპრილი 2024,   09:14
ვრცლად
"წინააღმდეგობა გავუწიოთ მათ, ვინც ქაოსითა და ტერორით გვემუქრება" - დონალდ ტრამპი 

გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე მყოფ მსოფლიო ლიდერებს, გაეროს გენერალურმა მდივანმა მიმართა. ანტონიუ გუტერეშმა ყურადღება მსოფლიოს წინაშე არსებულ ისეთ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა ბირთვული შეიარაღება, მიმდინარე კონფლიქტები და ტერორიზმი.

„დღევანდელ ომს არავინ იგებს. დაწყებული სირიიდან, იემენში, ავღანეთსა და სხვა ქვეყნებში მშვიდობის მოტანა მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებით მოხდება.  ჩვენ ვერ შევძლებთ ტერორიზმის დამარცხებას, თუ არ გადავწყვეტ მიმდინარე კონფლიქტებს, სადაც ექსტრემიზმი ყვავის. გაერო მუშაობს უფრო ახლო პარტნიორობის შექმნაზე ისეთ ძირითად რეგიონულ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ევროკავშირი, არაბული ქვეყნების ლიგა. ვაგრძელებთ მშვიდობისმყოფელთა ინსტიტუტის მოდერნიზებას, რათა მსოფლიოს გარშემო მშვიდობიანი მოქალაქეები დავიცვათ,“- განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.

პრეზიდენტის რანგში ორგანიზაციის წინაშე სიტყვით პირველად გამოვიდა დონალდ ტრამპი. მან გლობალურ საფრთხეებზე ისაუბრა და ჩრდილოეთ კორეას განადგურებითაც დაემუქრა.

მან მსოფლიო ლიდერებს იმ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის სუვერენიტეტს ემუქრება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით ხვალ გამოვა.

„შეერთებული შტატები ყოველთვის იქნება საუკეთესო მეგობარი მსოფლიოსთვის და განსაკუთრებით მისი მოკავშირეებისთვის, სანამ პრეზიდენტი ვარ, მე უპირველეს ყოვლისა დავიცავ ამერიკის ინტერესებს, მაგრამ შევასრულებთ ჩვენი პარტნიორების წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს, რადგან ვაცნობიერებ, რომ თითოეული ჩვენგანის ინტერესებშია შევქმნათ მომავალი, როდესაც ყველა ერი შეძლებს იყოს სუვერენული, წარმატებული და უსაფრთხო. ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნები, მათი ინტერესები და მომავალი. არ უნდა შევეგუოთ საფრთხეებს, რომლებიც უკრაინიდან დაწყებული სამხრეთ-ჩინეთის ზღვით დამთავრებული სხვადასხვა ქვეყნის სუვერენიტეტს ემუქრება. უნდა დავიცვათ და პატივი ვცეთ კანონს, საზღვრებს და კულტურას. უნდა ვიმუშაოთ ერთად და წინააღმდეგობა გავუწიოთ მათ, ვინც ქაოსითა და ტერორით გვემუქრება,”-განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები