19 აპრილი 2024,   20:40
ვრცლად
"გვინდა, რომ კიდევ ერთხელ შანსი მივცეთ ყველას" - ფიქრია ჩიხრაძე საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიულ დოკუმენტზე საუბრობს 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხება, ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, ოპოზიციისა და პრეზიდენტის მიერ მიღწეული შეთანხმება უკვე მიიღო „ქართულმა ოცნებამაც.“

პოლიტიკური სპექტრი მთავარი კანონის რეფორმირებასთან დაკავშირებით ხუთ პუნქტს ასახელებს - მათ შორის მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი, უშიშროების საბჭოსა და საარჩევნო ბლოკების შენარჩუნება და ბარიერის დაწევაა.

„ჩვენ გვინდა, რომ ამ სიტუაციაში კიდევ ერთხელ შანსი მივცეთ ყველას. უპირველესყოვლისა საქართველოს, მმართველ ძალას, ჩვენს თავსაც, რომ მივიღოთ თანხმობის დოკუმენტი და არა განხეთქილების დოკუმენტი.

"დღეს პოლიტიკური ნების დეფიციტია მთავარი პრობლემა და თუ ასეთ ნება იარსებებს მერწმუნეთ არსებობს გზები ამისთვის, რომ ეს დილემა დაიძლიოს. რაც შეეხება ვეტოს, ვეტოზე წინასწარ საუბარი გაუმართლებელია,“-განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები