25 აპრილი 2024,   15:40
ვრცლად
დავით ხარშილაძის საქმე - დასკვნითი სხდომა საქალაქო სასამართლოში 

გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის შვილის პროცესის დასკვნითი სხდომა გაიმართება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, დავით ხარშილაძე საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს.

მისი განმარტებით, ბრალდების პოლიტიკურ მოტივზე გეგმავს საუბარს. ხარშილაძე სისხლის სამართლის საქმეს აბსურდულს უწოდებს და ქრონიკა პლიუსის რედაქტორის საქმიანობას უკავშირებს.

ელისო კილაძის შვილს პროკურატურა ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნასა და გასაღებას ედავება.

„ვაპირებ, რომ დადასტურებულად მოსამართლეს ავუხსნა რატომ იყო ეს პოლიტიკური დევნა. რომელი ჯგუფის მიერ იდევნებოდა ჩემი ოჯახი, ეს გაზეთ და რას მოჰყვა ჩემი დაკავება. მოლოდინი მაქვს ცალსახად დადებითი, ველოდები გამამართლებელ განაჩენს, იმიტომ, რომ ეს საქმე არის ფაქტობრივად განულებული,“-განაცხადა დავით ხარშილაძემ.

დღის ამბები