20 აპრილი 2024,   01:03
ვრცლად
"ხელისუფლება არის დაბრმავებული და გათავხედებული" - ოპოზიცია ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნას ელოდება

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნას ელოდებიან ოპოზიციაში.

ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდს კონსენსუსის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ახსენებენ.

საერთო დოკუმენტის გარშემო გაერთიანებული 20 პოლიტიკური ერთეული, საკონსტიტუციო ცვლილებების ერთპარტიულად მიღების შემთხვევაში პასუხისმგებლობას შემდგომ პროცესებზე „ქართულ ოცნებას აკისრებს.“

„შინაარსი არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს სახალხო კონსტიტუცია, რომელიც მოქალაქეების მონაწილეობას დემოკრატიულ პროცესში უწყობს ხელს და არა პირიქით. მეორეს მხრივ ოცნების კონსტიტუცია არის ისეთი, რომელიც ხალხს წევს დემოკრატიული პროცესიდან.

"ხელისუფლება არის დაბრმავებული, გათავხედებული, აქამდე მათ მინიმალური წინააღმდეგობა შეხვდათ და ახლა ქართველმა ხალხმა უნდა დაამტკიცოს, უნდა თუ არა მას იყოს თავისუფალი სამყაროს ნაწილი,“-განაცხადა ნიკა რურუამ.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ოპოზიცია აქციების დაწყებას გეგმავს.

„ვენეციის კომისიას ექნება საქართველოს პრეზიდენტის და ოპოზიციის ერთობლივი ხედვა ასახული კონკრეტულ დოკუმენტში. პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, დაბლოკების შესაძლებლობა და ა.შ. რაც მე ვფიქრობ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყანა არ ასცდეს დემოკრატიული განვითარების გზას,“-აცხადებს გიორგი ტუღუში.  

ამავე თემაზე
დღის ამბები