25 აპრილი 2024,   10:08
ვრცლად
"ის ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუშალოს და დააზიანოს პროცესი" - თამარ ჩუგოშვილი პრეზიდენტზე საუბრობს

პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეთანხმებას სერიოზულად არ განიხილავენ მმართველ გუნდში და ორი მოსმენით უკვე მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით,  ვენეციის კომისიის დადებით დასკვნას ელოდებიან.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ გიორგი მარგველაშვილი ცვლილებების დასაზიანებლად ყველაფერს აკეთებს.

მმართველი გუნდი  პრეზიდენტის ვეტოს ელოდება და მის დასაძლევად ემზადება.

„პრეზიდენტს რაც შეეხება, მისი დამოკიდებულება გასაგებია პროცესის მიმართ. ის ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუშალოს და დააზიანოს პროცესი. სარედაქციო ტიპის ცვლილებები რა თქმა უნდა იქნება. რაც შეეხება დანარჩენს, დიდწილად იქნება დამოკიდებული ვენეციის კომისიის შეფასებაზე,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ოპოზიციურ ძალებთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიული დოკუმენტი შეექმნა და ის ვენეციის კომისიისთვის გადაეგზავნა, დემარშს უწოდებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკიც.

ამავე თემაზე
დღის ამბები