24 აპრილი 2024,   03:37
ვრცლად
ღია საერთაშორისო მხარდაჭერა - გაეროს 72-ე სესიაზე მსოფლიო ლიდერების განცხადებებს, თბილისში აფასებენ 

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დებატების გახსნის დღეს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემაზე მსოფლიო ლიდერების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს აფასებენ თბილისში. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მსოფლიო ლიდერების მკაფიო გზავნილების და ღია მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„არანაირი კომპრომისი საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება. ჩვენ გავაგრძელებთ პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას, ჩვენ გავაგრძელებთ დეოკუპაციას. საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს აქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით, ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომ მივაღწიოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების განცხადებით, გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს პრობლემაზე ღიად საუბარი,  შეერთებული შტატების მხარდაჭერის დამსახურებაა.

„რუსეთმა ზუსტად უნდა იცოდეს, რომ დასავლეთის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი რჩება ძალიან აქტიურად. მე ვფიქრობ, რომ ეს არის შედეგი იმის, რომ საქართველოში ვიზიტით იყო ამერიკის ვიცე პრეზიდენტი, ეს არის შედეგი იმის, რომს საქართველოს ჰყავს სტრატეგიული მოკავშირეები, რომლებიც მიუხედავად იმისა საქართველოს ესა თუ ის ხელისუფლება რამდენად აქტიურად ახორციელებს  დიპლომატიურ ძალისხმევას, მხარს უჭერენ მყარად ჩვენი ქვეყნის ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე,“-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს საკითხის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას „ევროპული საქართველოს“ წევრები.

„ეს მისასალმებელია, კარგია რომ ეს გრძელდება, მაგრამ ცუდი სამწუხაროდ არის ის, რომ წამყვანი სახელმწიფოები დასავლეთ ევროპის, რომელიც ტრადიციულად ახსენებდნენ ხოლმე საქართველოს რუსეთის კონტექსტში ამას ახლა აღარ აკეთებენ, თუმცა ისევ ახსენებენ მაგალითად უკრაინას,“-ამბობს სერგი კაპანაძე.

ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებულ პრობლემებზე გაეროს წევრი სახელმწიფოების მეთაურებმა ისაუბრეს. ისმოდა რუსეთის პირდაპირი კრიტიკაც.

ამავე თემაზე
დღის ამბები