ზუგდიდში დევნილების საცხოვრებელი ფართის კედელი ჩამოინგრა და დაზიანდა იატაკი. საავადმყოფოს ყოფილ შენობაში 22 დევნილი ოჯახია შესახლებული, რომლებიც შენობის ავარიულობის გამო, დაახლოებით ათი წელია გასახლებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.
დევნილების თქმით, რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება და ხელისუფლებას სთხოვენ, ფართებით დააკმაყოფილონ.
დევნილები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ფართის მიღების მოთხოვნით შიმშილობდნენ, თუმცა პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია.