20 აპრილი 2024,   19:22
ვრცლად
გმირთა მოედნის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

გმირთა მოედნის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს. ცეცხლი ფერდობზე გაჩნდა, გამხმარ ბალახს მოედო და მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო გავრცელება.

იყო საფრთხე, რომ ცეცხლი ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე გადასულიყო, თუმცა ხანძრის ჩაქრობა დროულად მოხერხდა.

რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია, ადგილზე ორი სახანძრო მანქანა ამ დრომდე მუშაობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები