25 აპრილი 2024,   09:45
ვრცლად
3 დღეში შექმნილი პროექტი, როგორ უნდა იყოს 8 თვიანი პროცესის ალტერნატივა?- ეკა ბესელია პრეზიდენტს აკრიტიკებს

საქართველოს პრეზიდენტი მმართველი გუნდის მხრიდან კიდევ ერთხელ გახდა ცხარე კრიტიკის ობიექტი. საპარლამენტო სესიაზე ეკა ბესელიამ გიორგი მარგველაშვილის და ოპოზიციის ერთობლივ შეთავაზებას არასერიოზული უწოდა და აღნიშნა, რომ 3 დღეში შექმნილი პროექტი ვერ იქნება 8 თვიანი პროცესის ალტერნატივა.

“ძალიან მარტივი კითხვა მინდა დავსვა, პროცესი, რომელიც 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თითქმის, 24 საათიან რეჟიმში, სამ დღეში შექმნილი ახალი პროექტი, როგორ უნდა იყოს ამის ალტერნატივა და რა ლეგიტიმაცია აქვს იმ ახალ ვერსიას. პრეზიდენტი არ აურჩევია ხალხს, როგორც კანონმდებელი. პრეზიდენტი არ არის კანონმდებელი. საკანონმდებლო ორგანოს აქვს ხალხის მანდატი, რომ მან უნდა შექმნას კანონი და მათ შორის კონსტიტუციური რეფორმა გაატაროს. როდესაც ხელისუფლების შტოებს შორის არბიტრის ნაცვლად პრეზიდენტს ვხედავთ კანონმდებლის როლში, ეს ქმნის კონფრონტაციის ახალ ველს,“- განაცხადა ეკა ბესელიამ. 

დღის ამბები