23 აპრილი 2024,   14:47
ვრცლად
"პრეზიდენტი პარლამენტის საქმიანობის კონკურენტად გვევლინება"- სალომე ზურაბიშვილი

„პრეზიდენტი პირდაპირ იჭრება კანონმდებელი ორგანოს კომპეტენციაში,"- ასე გამოეხმაურა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის მიერ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიული დოკუმენტის შექმნის ფაქტს. დეპუტატის შეფასებით, პრეზიდენტი პარლამენტის საქმიანობის კონკურენტად გვევლინება.

„პარალელური კომისიის შექმნით, მაშინ, როცა ის პროექტი კომისიაში დამუშავებული იყო, გასულია ორი მოსმენით და მესამე მოსმენით გასვლას ელოდება, არის პროცედურების დარღვევა. პრეზიდენტი პარლამენტის საქმიანობის კონკურენტად გვევლინება, საკმაოდ უცნაურია იმ პირისგან, რომლის პირველი მოვალეობაა არის კონსტიტუციის დაცვა,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები