20 აპრილი 2024,   08:07
ვრცლად
არსებობს კითხვები, რომ კალაძემ "გაზპრომთან" ხელშეკრულების გაფორმებით იხეირა - თინათინ ბოკუჩავა

საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებმა „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ისაუბრეს. ოპოზიციის შეფასებით, არსებობს შეკითხვები, რომ კახა კალაძემ ხელშეკრულების გაფორმებით პირადი სარგებელი ნახა.

„რა ტიპის ხელშეკრულება გააფორმა კახა კალაძემ „გაზპრომთან." არსებობს უამრავი კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ კალაძემ პირადად იხეირა ამ მოღალატეობრივი ხელშეკრულების გაფორმების შედეგად და ეს კითხვები კიდევ უფრო მწვავდება მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, სწორედ კახა კალაძე იბრძოლებს თბილისის მერობისთვის. იმიტომ, რომ ის გამოირჩევა თავისი უნარებით კორუფციულ გარიგებებში, თბილისის მერია იყო კორუფციის ბუდე და ეს ბუდე გაიზრდება, გამწვავდება კახი კალაძის ხელმძღვანელობის პირობებში,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ.

დღის ამბები