20 აპრილი 2024,   14:23
ვრცლად
"სასამართლომ თქვა, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა, მას ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს" - ელისო კილაძე

"სასამართლომ მკაფიოდ თქვა, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა, მას ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს და ყველა ის პირი, 9 ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ჩემი შვილის წინააღმდეგ დაგეგმილ ოპერაციაში, არის ან უკანონო ბრძანების გამცემი ან უკანონო ბრძანების შემსრულებელი," - ასე გამოეხმაურა ელისო კილაძე სასამართლოს მიერ ნარკოდანაშაულში ბრალდებული შვილის, დავით ხარშილაძის უდანაშაულოდ ცნობას.

გაზეთ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორის მტკიცებით, მისი შვილი უკანონო პატიმარი იყო და მას ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. 

"6 თვის განმავლობაში მე ვამტკიცებდი, რომ ჩემი შვილი არის უკანონო პატიმარი, მას ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. ის არის უდანაშაულო, მხოლოდ იმის გამო დაისაჯა, რომ ის არის ელისო კილაძის შვილი და გაზეთ "ქრონიკა პლუსის" თანამშრომელი. იმედს ვიტოვებ, რომ შს მინისტრი ამჯერად იქნება გონიერი თავის გადაწყვეტილებაში და ყველა ის პირი, რომელიც მონაწილეობდა ჩემი შვილის წინააღმდეგ დაგეგმილ ოპერაციაში, სამსახურიდან იქნება გათავისუფლებული,"- განაცხადა ელისო კილაძემ. 

"ქრონიკა პლუსის" რედაქტორის, ელისო კილაძის შვილის საქმეზე საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი გადაწყვეტილება დღეს გამოიტანა. 

დავით ხარშილაძე 13 მარტს დააკავეს. მოსამართლემ ელისო კილაძის შვილი 13 ივლისს, მის მიერ მიცემული ჩვენების შემდეგ, 15 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები