24 აპრილი 2024,   23:11
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილების პაკეტი პრეზიდენტამდეც უნდა მივიდეს - ევროკავშირის წარმომადგენელი

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე, საჯად კარიმი, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. პრეზიდენტმა მას და დელეგაციის სხვა წევრებს, ოპოზიციასთან ერთად შემუშავებული 5 პუნქტიანი დოკუმენტიც გააცნო, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხება და საქართველოს მთავრობასა და ვენეციის კომისიას უკვე გადაეგზავნა.

მარგველაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლებს არსებული სიტუაცია გააცნო.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის დამტკიცების დროს, საქართველოს მოქალაქეების აზრი გათვალისწინებული იქნება.

„გარკვეული ეტაპის შემდეგ, საკონსტიტუციო ცვლილების პაკეტი პრეზიდენტამდეც უნდა მივიდეს, ის შესაბამის დროსა და მისი ძალაუფლების გათვალისწინებით გადაწყვეტს, თუ როგორი იქნება მისი პასუხი. ჩვენ, როგორც ევროპარლამენტის დელეგაციამ, პრეზიდენტს მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენი ჩართულობის შესახებ ამ პროცესებში, ის, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიას და დასკვნას, რომელსაც ის გამოაქვეყნებს. ვაკვირდებით, როგორ ვითარდება მოვლენები და ვიმედოვნებთ, რომ ყველა ქართველის ინტერესი პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, გათვალისწინებული იქნება,“ - განაცხადა საჯად კარიმმა.

დღის ამბები