25 აპრილი 2024,   11:33
ვრცლად
პოლიტიკური ოპონენტების დევნა - დავით ხარშილაძის გამართლების ფაქტს ოპოზიცია ეხმაურება 

გაზეთ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორი, ელისო კილაძის შვილის დავით ხარშილაძის უდანაშაულოდ ცნობის ფაქტს ოპოზიცია ეხმაურება. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი კოტე იოსელიანი აცხადებს, რომ მმართველი ძალა სამართალდამცავ სტრუქტურებს პოლიტიკური ოპონენტების დევნაში იყენებს. მისი თქმით, ამის საფასური ხელისუფლებამ უნდა გადაიხადოს, რაც შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომით უნდა გამოიხატოს.

„სასამართლოს მიერ, ელისო კილაძის შვილის უდანაშაულოდ ცნობის ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება დგას რეპრესიულ სამართალდამცავ სტრუქტურებზე. ჩვენ ბოლო პერიოდში, არა ერთი ფაქტი გვქონია იმისა, როდესაც რეპრესიული სამართალდამცავი სტრუქტურების გამოყენებით "ქართული ოცნება" ცდილობს პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტების შანტაჟს და სოციალურად აქტიურ ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენას,“ - აცხადებს იოსელიანი.

განცხადება, ელისო კილაძის გათავისუფლების შესახებ გააკეთა ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ირაკლი კიკნაველიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ აუცილებელია, დავით ხარშილაძისთვის ნარკოტიკების ჩადების ფაქტზე გამოძიება გაგრძელდეს და დანაშაულში მხილებული ადამიანები დაისაჯონ.

„ჩვენ არ ვაპირებთ, რომ შევუერთდეთ იმ აბსურდულ და ბინძურ თეორიებს, რომ ყველა ადამიანი, რომელიც გამართლდება ამ სასამართლოში, აუცილებლად ხელისუფლებასთან არის შეკრული,“ - აღნიშნა კიკნაველიძემ.

დღის ამბები