25 აპრილი 2024,   12:00
ვრცლად
ქარიშხალი "მარია" პუერტო რიკოში - ქარის სიჩქარე საათში 250 კილომეტრია

კარიბის ზღვის კუნძულებს კვლავ ძლიერი ქარიშხალი, ამჯერად „მარია“, უტევს. „მარიამ“ უკვე მიაღწია პუერტო რიკოს აღმოსავლეთ სანაპიროს. ქარის სიჩქარე საათში 250 კილომეტრია. ძლიერ ქარს თან ახლავს წვიმაც.

1932 წლის შემდეგ „მარია“ მეოთხე კატეგორიის პირველი ქარიშხალია, რომელიც პუერტო რიკოს დაატყდა თავს. მანამდე მან გვადალუპეს და დომინიკას გადაუარა, სადაც ათობით საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.

„ირმას“ შემდეგ „მარია“ ამ სეზონზე მეორე ძლიერი ქარიშხალია, რომელმაც რეგიონს გადაუარა. პუერტო რიკოს სანაპიროზე ტალღების სიმაღლე სამ მეტრს მიაღწევს.

დღის ამბები