19 აპრილი 2024,   17:58
ვრცლად
პარხლის კედლის მხატვრობის სარესტავრაციო სამუშაოებში ქართველმა ექსპერტებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა

თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, პარხლის კედლის მხატვრობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებში ქართველმა ექსპერტებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოს კულტურის მინისტრმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებთან ერთად, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მოინახულა. 

ვიზიტის ფარგლებში, კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა ქართველ და თურქ ექსპერტებს შორისაც შედგა. ქართულმა მხარემ კოლეგებს თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ძეგლებზე ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ მომზადებული რეკომენდაციები გაუზიარა.

 

დღის ამბები