20 აპრილი 2024,   09:07
ვრცლად
დუშეთის საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატს თაღლითობაში ადანაშაულებენ

ქეთევან კახურაშვილს, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დუშეთის საკრებულოში უკვე მეორედ წარადგინა, თაღლითობაში ადანაშაულებენ. მას ქვეშეთის ყოფილი რწმუნებული სოფლისთვის კუთვნილი აგრო ბარათების მითვისებაში ადანაშაულებს. ზურაბ ბურდული ამტკიცებს, რომ კახურაშვილმა 2014 წელს 1800 ლარის სასოფლო სამეურნეო ვაუჩერი საკუთარი ოჯახის წევრებს დაურიგა.

ზურაბ ბურდული მთავარ პროკურატურას საქმით დაინტერესებას სთხოვს. ყოფილმა რწმუნებულმა ფაქტთან დაკავშირებით დუშეთის პოლიციას აცნობა, თუმცა არც გამოძიება დაწყებულა და არც დამნაშავე დასჯილა. პირიქით, ქეთევან კახურაშვილი 2014 წელს, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, "ქართული ოცნებიდან" დუშეთის საკრებულოს წევრიც გახდა.

ქვეშეთის თემის ყოფილი რწმუნებული, ქეთევან კახურაშვილის ლობირებაში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ზაქარია ქუცნაშვილს ადანაშაულებს და მას დუშეთის რაიონის ფაქტობრივ მმართველად მოიხსენიებს.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

დღის ამბები