19 აპრილი 2024,   23:55
ვრცლად
პოლიტიკური "იავნანა" - პაატა ბურჭულაძის თანაპარტიელები შურისძიებაზე საუბრობენ

ფონდ "იავნანას" ხელმძღვანელი პროკურატურის მოთხოვნას ელოდება იმ დოკუმენტების წარსადგენად, რომელიც გურამ ახალაიას განცხადებით, საქველმოქმედო ორგანიზაციის მიმართ ყველა ბრალდებას გააბათილებს. 

შოთაძის უწყებამ "იავნანას" ანგარიშზე დარიცხული და გახარჯული თანხების შესწავლა დაიწყო. პროკურატურაში საქმე საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე აღიძრა.

გამოძიების დაწყების საფუძველი არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე პრეზიდენტის განცხადება გახდა, რომელიც ფონდს საქველმოქმედო მიზნებისთვის მოპოვებული თანხის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. არასამთავრობო ორგანიზაცია ჟურნალისტურ გამოძიებას დაეყრდნო, ფონდის წარმომადგენლებთან ვითარების გარკვევა კი, არ უცდია.

პაატა ბურჭულაძის თანაპარტიელები პოლიტიკურ შურისძიებაზე საუბრობენ. მსოფლიო ბანმა რამდენიმე დღის წინ "კურიერს" ინტერვიუ მისცა და ფონდის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ავტორად ბიძინა ივანიშვილი დაასახელა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები