19 აპრილი 2024,   05:45
ვრცლად
ფონიჭალაში სპეცოპერაციების სერია გრძელდება - კიდევ 3 დაკავებული

ფონიჭალაში დღეს ორი სპეცოპერაციის შედეგად 2 პირი ნარკორეალიზების ბრალდებით დააკავეს - 69 წლის აივაზ ქერიმოვი და ელჩინ იბრაგიმოვი. ბოლო რამდენიმე დღეში სამართალდამცველებმა ფონიჭალაში უკვე 3 ადამიანი დააკავეს.

დაკავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები აცხადებენ, რომ პოლიციამ მათ ნარკოტიკი ჩაუდო და სამართალდამცველები ნამდვილ ნარკორეალიზატორებს არ აკავებენ, სანაცვლოდ კი, უდანაშაულო მოქალაქეებს აკავებენ.

თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, დღევანდელი სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. უწყებამ სპეცოპერაციის ვიდეოც გაავრცელა, რომელზეც ჩანს, თუ როგორ ხდება ნარკოტიკების რეალიზება და თანხის გადახდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები