25 აპრილი 2024,   13:38
ვრცლად
თეირანი არ ემუქრება არცერთ სახელმწიფოს - ირანის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის ბრალდებებს უპასუხა

ირანის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის ბრალდებებს გაეროს ტრიბუნიდან უპასუხა. ჰასან როუჰანიმ გენერალურ ასამბლეაზე რეგლამენტით გამოყოფილი დროის დიდი ნაწილი შეერთებული შტატების კრიტიკას დაუთმო.

ირანის ლიდერი დარბაზში მყოფებს არწმუნებდა, რომ თეირანი არ ემუქრება არცერთ სახელმწიფოს და ბირთვულ პროგრამას მხოლოდ თავდაცვითი მიზნებისთვის ავითარებს.

ჰასან როუჰანის თქმით, ირანი პირველი არ დაარღვევს ისტორიულ ბირთვულ შეთანხმებას, თუმცა მიანიშნა დონალდ ტრამპს, რომ ვაშინგტონი შეთანხმების წინააღმდეგ თუ წავა, თეირანი დაუყოვნებლივ პასუხს გასცემს. მას შეერთებული შტატების პრეზიდენტი პირდაპირ არ დაუსახელებია, თუმცა სიტყვით გამოსვლაში ახალბედა ლიდერი ახსენა და მას გაიძვერა უწოდა.

დღის ამბები