19 აპრილი 2024,   03:31
ვრცლად
ძლიერი მიწისძვრა მექსიკაში - მაშველები დანგრეულ შენობებში მოყოლილებს ეძებენ

მექსიკის ცენტრალურ რეგიონებში ინტენსიური სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. მაშველები მიწისძვრის შედეგად დანგრეულ შენობებში მოყოლილებს ეძებენ. ბოლო მონაცემით, სტიქიის შედეგად 217 ადამიანი დაიღუპა.

დაინგრა ათობით შენობა, მათ შორის მეხიკოს გარეუბანში მდებარე სკოლა, სადაც მაშველებმა 32 ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. ნანგრევებში კვლავ 22 ადამიანი რჩება. მათი ბედი ჯერჯერობით უცნობია.

7.1 მეათედი მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მექსიკაში შუადღისას მოხდა. ეპიცენტრი მეხიკოდან 120 კილომეტრის დაშორებით იყო. მიწისძვრის შემდეგ მექსიკაში ყველაზე აქტიური ვულკანიც ამოიფრქვა.

ბოლოს ძლიერი მიწისძვრა ქვეყნის სამხრეთით ერთი კვირის წინ მოხდა და 90 ადამიანი იმსხვერპლა.

ამავე თემაზე
დღის ამბები