25 აპრილი 2024,   13:34
ვრცლად
კარიბის ზღვის კუნძულებს ქარიშხალი "მარია" უტევს - სანაპირო ზოლის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ 

კარიბის ზღვის კუნძულებს კვლავ ძლიერი ქარიშხალი უტევს. "მარიამ" უკვე მიაღწია პუერტო რიკოს. ქარის სიჩქარე საათში 250 კილომეტრია. ძლიერ ქარს თან ახლავს წვიმაც. უკვე დაიტბორა დედაქალაქი სან ხოსე. მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ხელისუფლებამ სანაპირო ზოლის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ სანაპიროზე ტალღების სიმაღლე 3 მეტრამდე გაიზრდება.

"მარია" მეორე ძლიერია ქარიშხალია, "ირმას" შემდეგ, რომელმაც ამ სეზონზე რეგიონს გადაუარა. სინოპტიკოსების პროგნოზით, პუერტო რიკოს შემდეგ, ის აღმოსავლეთით გადაინაცვლებს და ხვალ დომინიკელთა რესპუბლიკას მიაღწევს.

 

იხილეთ პირდაპირი ეთერი სტიქიის ზონიდან, რომელსაც სოციალურ ქსელებში გადმოსცემენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები