23 აპრილი 2024,   15:13
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის ვებ გვერდზე განხორციელებული კიბერ შეტევის ავტორი დაკავებულია
"რუსთავი 2"-ის ვებ გვერდზე განხორციელებული კიბერ შეტევის ავტორი დაკავებულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

„მიზანი იყო, რომ დამედგინა, როგორი დაცვა ქონდა "რუსთავი 2"-ის ვებ გვერდს ასეთი სახის კიბერ შეტევის მიმართ,“ - განაცხადა დაკავებულმა დაკითხვისას.   

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ მიმდინარე წლის 19 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ვებ გვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.

"საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა გამოავლინეს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ვებ გვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ჩამდენი პირი - თეთრიწყაროს რაიონში მცხოვრები, 1999 წელს დაბადებული ე.მ.

"პოლიციამ მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

"გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე ვადით ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთას)," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები