25 აპრილი 2024,   07:34
ვრცლად
ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში ბრალდებული ბაჩო სირაძის პროცესზე ორი მოწმე დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლო კიდევ ერთი გახმაურებული ნარკოდანაშაულის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ბაჩო სირაძის პროცესზე დღეს ორი მოწმე დაიკითხა. მათ შორის, ის დეტექტივი, ვისი პატაკის საფუძველზეც აიყვანეს ბრალდებული.

მოწმემ განაცხადა, რომ დაკავების დროს ის არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და არც საგამძიებიო ქმედებებში მონაწილეობდა.

ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში ბრალდებული ბაჩო სირაძე აცხადებს, რომ ნარკოტიკი მას სამართალდამცველებმა ჩაუდეს და კონკრეტულ პოლიციელებსაც ასახელებს.

სირაძე ამ დროისთვის გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული. წაყენებული ბრალის მიხედვით მას 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები