24 აპრილი 2024,   03:21
ვრცლად
"დემოკრატიული მოძრაობა" "რესპუბლიკურ პარტიას" მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული პროპაგანდის განხორციელებაში ადანაშაულებს 

"დემოკრატიული მოძრაობა" "რესპუბლიკურ პარტიას" უპირისპირდება. ნინო ბურჯანაძის განცხადებით რესპუბლიკური პარტია მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ პროპაგანდას ახორციელებს. საუბარია ვიდეო რგოლზე, სადაც რესპუბლიკელები საპატრიარქოში არსებულ რუსულ გავლენებზე საუბრობენ.

”რესპუბლიკური პარტიის" რეკლამა, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ საპატრიარქოს მართავენ რუსები, რომ საპატრიარქო არის რუსეთის ინტერესების განმახორციელებელი, რომ საპატრიარქო არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს. ვინ მისცა უფლება რომელიმე პოლიტიკურ პარტიას წარმართოს რეკლამა, რომელიც პირდაპირ არის მიმართული საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის  წინააღმდეგ. ჩვენ ვართ აღვირახსნილი კამპანიის მოწმენი. ეს ნორმალურია? როდესაც ქვეყანაში ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული რეკლამა გადის ყველა არხზე. სად არის ქართული საზოგადოება? რატომ არ  ისმის ქართული საზოგადოების ხმა?" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის თქმით, კი ნინო ბურჯანაძემ საპატრიარქოსგან დავალება მიიღო, რაც იმას ადასტურებს, რომ საპატრიარქოში არსებობს რუსული გავლენები.  

“ბურჯანაძის პარტიის და ბურჯანაძის პარტიის მიერ ჩვენი თემის ასე გაკრიტიკება, კიდევ ერთხელ რომელიც არის ღიად პრორუსული ძალა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეკლესიაში, საპატრიარქოში არსებობს რუსული გავლენები და ეს არის ერთგვარი ურთიერთსარგებელზე ისევ, აგებული გამოხმაურება. პირველი ვინც ამ ყველაფერს გამოეხმაურა ეს არის ღიად პრორუსული ძალა, ნინო ბურჯანაძე. ის არ მალავს რა თქმა უნდა თავის ამ პოზიციებს და ერთგვარი ინსტრუქცია მიიღო საპატრიარქოდან,“- აღნიშნა სამნიძემ.    

დღის ამბები