24 აპრილი 2024,   10:52
ვრცლად
თბილისის მერია საარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"

თბილისის მერიას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში და საბიუჯეტო სახსრებით მმართველი გუნდის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში ადანაშაულებს.

საუბარია სარეკლამო ვიდეო რგოლზე, რომელიც მერიის დაკვეთითაა დამზადებული და მერიისვე დაფინანსებით ქართულ ტელესივრცეში მოხვდა. რგოლი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მოტივითაა შექმნილი, თუმცა მასში ნაჩვენებია ობიექტები რომელთა მშნებელობა-რეაბილიტაცია „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განხორციელდა. რამდენადაც ვიდეო რგოლი არ ახდენს მოქალაქეთა ინფორმირებას გარკვეული სიახლეების ან გადაუდებელი გარემოებების შესახებ, არასამთავრობო სექტორში მიაჩნიათ, რომ მერია კონტექსტუალურად სწორედ "ქართული ოცნების" კამპანიას აფინანსებს.

„სახელმწიფო უწყებებს აკრძალული აქვთ პოლიტიკური, ასე ვთქვათ, შინაარსის აქტივობები და არ შეუძლიათ, რომ დააფინანსონ პოლიტიკური საქმიანობა ნებისმიერი ფორმით, რომელიც ემსახურება რომელიმე პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ არ საწინააღმდეგოდ არსებულ კამპანიას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უდნა აღვიქვათ, როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ანუ მერია, თბილისის მერია არის ადმინისტრაციული ორგანო და მის მიერ ასეთი რეკლამების გაშვება არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება საარჩევნოდ,“ - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი, ლევან ნატროშვილი.

დღის ამბები