19 აპრილი 2024,   16:48
ვრცლად
ზალიკო უდუმაშვილი დედაქალაში მცხოვრები დევნილების მდგომარეობას გაეცნო

"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი, ზალიკო უდუმაშვილი დედაქალაში მცხობრები დევნილების მდგომარეობას გაეცნო. უდუმაშვილი დღეს აეროპორტის დასახლებაში, ზემო ალექსევკასა და გლდანში იმყოფებოდა.

კომპაქტურად დასახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს ძირითადად სანიტარიული და საყოფაცხოვრებო პრობლემები აწუხებთ. აეროპორტის დასახლებაში მაცხოვრებელ დევნილებს სახალხო დამცველის დასკვნაც აქვთ, სადაც მათ დაუყოვნებლივ გასახლებაზეა საუბარი. თუმცა დოკუმენტი კვლავაც რეაგირების გარეშეა დარჩენილი. ზალიკო უდუმაშვილი დევნილებს გამარჯვების შემთხვევაში პრობლემების მოგვარებას დაპირდა. კანდიდატმა დღესვე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში სპეციალური პროგრამასაც შეიმუშავებს, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა დედაქალაქის მაშტაბით.

დღის ამბები