კასპის მუნიციპალიტეტში, ოკამთან ახლოს ხანძარია. როგორც "რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა და ის ხეებს და ბუჩქნარს უკიდია. ცეცხლი საავტომობილო გზის შუაში არსებულ გაზონს მოეკიდა.
ადგილზე მუშაობს სახანძრო სამაშველო ჯგუფის 3 ბრიგადა და მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები. ადგილზე საპატრულო პოლიციაც იმყოფებოდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ძლიერი ხანძრის გამო მანქანებს გადაადგილება უჭირდათ.
ცეცხლის მასშტაბების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია უცნობია.