24 აპრილი 2024,   04:28
ვრცლად
"ჩემი ცოლის დაქალები" ხვალიდან ეკრანებს უბრუნდება

ყველაზე რეიტინგული ქართული სერიალი ეკრანებს უბრუნდება - ხვალიდან "რუსთავი 2"-ზე "ჩემი ცოლის დაქალები" იწყება - მეთორმეტე სეზონი კარგად ნაცნობი პერსონაჟების გარდა ახალი სახეებითა და ინტრიგებითაც დატვირთულია. 

პირველად სატელევიზიო სივრცეში სერიალის ქუდის მუსიკას სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით ასრულებს, სწორედ მას ეკუთვნის უცვლელი მელოდიის საორკესტრო ვერსია.

ცნობილია, რომ სერიალი ახალი სახეებითაც დაიტვირთება. პერსონაჟები და მათი ცხოვრება, რომლებიც უკვე 6 წელია პოპულარობას არ კარგავენ, ახალი ინტრიგებით ბრუნდებიან.

"ჩემი ცოლის დაქალების" მეთორმეტე სეზონი ახალი ქუდით "რუსთავი2"-ზე ხვალიდან დაიწყება და ტრადიციულად კვირაში სამჯერ გავა.

დღის ამბები