19 აპრილი 2024,   10:58
ვრცლად
პოლიტიკური დაპირისპირება საეკლესიო ნიადაგზე - ბურჯანაძის ბლოკი რესპუბლიკელების წინააღმდეგ გამოდის

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე, „რესპუბლიკურ პარტიას“ საპატრიარქოს დისკრედიტირებაში ადანაშაულებს. საუბარია „რესპუბლიკელების“ წინასაარჩევნო რეკლამაზე, რომელშიც პოლიტიკოსები ხსნიან, თუ რატომ არ უნდა ფინანსდებოდეს საპატრიარქო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რატომ არ უნდა ერეოდეს სახელმწიფო ეკლესიის საკითხებში და პირიქით.

ნინო ბურჯანაძის აზრით, ასეთი კამპანია „აღვირახსნილია.“ „რესპუბლიკურ პარტიაში“ დარწმუნებულები არიან, რომ ბურჯანეძემ ამ განცხადების გაკეთებამდე მითითებები საპატრიარქოდან მიიღო. პარტიაში აცხადებენ, რომ ბურჯანაძის ასეთი რეაქცია გასაკვირი არ არის, რადგან რეკლამაში, ასევე საუბარია პრორუსული ძალების მომძლავრებაზე, რაც სწორედ ნინო ბურჯანაძის პარტიასთან არის კავშირში.

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე რეკლამის ყველა არხზე დაბლოკვას ითხოვს, საპასუხოდ, „რესპუბლიკელები“ ბურჯანაძეს საკუთარი პრეტენზიების სასამართლოსთვის წარდგენას ურჩევენ.

დღის ამბები