16 აპრილი 2024,   16:06
ვრცლად
აშშ დონბასში გაეროს სამშვიდობო ძალების განთავსებას მხარს უჭერს

ამერიკის შეერთებული შტატები დონბასში გაეროს სამშვიდობო ძალების განთავსების შესახებ უკრაინიის ინიციავას მხარს უჭერს. ამის შესახებ პეტრო პოროშენკომ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

უკრაინისა და შეერთებული შტატების ლიდერებმა მოლაპარაკება ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართეს.

პეტრო პოროშენკოს თქმით, ის და დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ, რომ მთავარი ამოცანა უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაცია, სუვერენიტეტის აღდგენა და მშვიდობის დამყარებაა.

დღის ამბები