25 აპრილი 2024,   19:16
ვრცლად
ყველა ნაბიჯი, რომელსაც საქართველოს მთავრობა დგამს, ემსახურება ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას - მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს პრემიერმინისტრის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა შეაფასეს საქართველოს დელეგაციის წევრებმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა შერიგების პოლიტიკაზე გაკეთებულ განცხადებებს.

“ყველა ნაბიჯი, რომელსაც საქართველოს მთავრობა დგამს, ეს ნაბიჯი ემსახურება ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას. საუბარი შეეხო რა თქმა უნდა, გამოწვევებსაც, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების გამოწვევებს. საუბარი შეეხო ასევე შერიგების პოლიტიკას, რომელსაც აქტიურად აწარმოებს საქართველოს მთავრობა. ჩვენი მიზანია, რომ მშვიდობიანი გზით დიპლომატიური გზებით შევძლოთ ამ კონფლიქტის გადაჭრა,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ელჩებმა გაეროსა და შეერთებულ შტატებში კი, აქცენტი ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპაციის შესახებ გზავნილებზე გააკეთეს.

„ხაზი გაუსვა იმ მთავარ პრობლემას, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და მან საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ამის თაობაზე და აღინიშნა ის მექანიზმებიც, რომელიც არსებობს. ერთ-ერთი მათგანი არის გაეროში ის რეზოლუცია, რომელიც ყოველწლიურად გადის,“ - აცხადებს საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში კახა იმნაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები