25 აპრილი 2024,   12:50
ვრცლად
საქართველოს პრემიერმინისტრი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

გაეროს ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლამდე გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა განიხილეს.

გიორგი კვირიკაშვილმა და ანტონიო გუტიერეშმა ისაუბრეს ე.წ. ბორდერიზაციის პრობლემასა და იმ სირთულეებზე, რასაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველები აწყდებიან.

შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობას და მასში გაეროს და ორგანიზაციის წარმომადგენლის აქტიურ ჩართულობას. მხარეები შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ, რომ საქართველო კვლავაც დარჩება გაეროს დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტებში.

საქართველო 2018 წლამდე პარიზში დაფუძნებული ინოვაციური დაფინანსების მუდმივი სამდივნოს ახალი თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

გაეროს შტაბბინაში გამართულ ღონისძიებას გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. საკუთარ სიტყვაში პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ სამდივნოს თავმჯდომარეობა საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, მიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ინოვაციური დაფინანსებისკენ მიმართულ გლობალურ საქმიანობაში.

კვირიკაშვილმა საქართველოს სოლიდარობის ფონდი ინოვაციური დაფინანსების წარმატებულ მაგალითად დაასახელა. საქართველოს, როგორც სამდივნოს თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრი მარიამ ჯაში წარმოადგენს.

დღის ამბები