ირაკლი მექვაბიშვილი აუდიტის სამსახურში დღეს პირველად მივა. გენერალურ აუდიტორს თანამშრომლებს პირადად პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. საკომიტეტო განხილვების შემდეგ, მექვაბიშვილი პარლამენტმა 2 დღის წინ დაამტკიცა, მანამდე კი, ის საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მთავარი ბანკირი იყო.
ირაკლი მექვაბიშვილმა გენერალური აუდოტირის პოზიციაზე ლაშა თორდია შეცვალა.