25 აპრილი 2024,   16:13
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - „ქართული ოცნების“ შეთავაზება მიუღებელია არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის

„ქართული ოცნების“ შეთავაზება ბარიერის 3%-მდე დაწევაზე, 2020 წლისთვის ბლოკების ერთჯერადად დატოვებასა და პროპორციულ სისტემაზე 2024 წლიდან გადასვლასთან დაკავშირებით, მიუღებელია არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის.

პარლამენტის სპიკერის ამ წინადადებებმა ოპოზიციის გაღიზიანება გამოიწვია.  

პარტიებში განმარტავენ, რომ ხელისუფლება რეალურ კომპრომისზე არ მიდის. მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებისა და კონსენსუსის არარსებობის გამო, ოპოზიცია ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნას ელის.

„ეს არ არის კომპრომისი, ეს არის აღიარებითი ჩვენება, მმართველი პარტიის მხრიდან და ამ შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, რომ ის სისტემა, რომლითაც ისინი აპირებენ 2020-ში ჩაატარონ არჩევნები, არ ვარგა. პრინციპი, 2020-ში დამაცადეთ ხელისუფლების უზურპაცია და მერე იქნება ქვეყანაში დემოკრატია, ამას ქართული საზოგადოება ვერ შეეგუება,“ - განაცხადა "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარემ ბაჩუკი ქარდავამ.

ინტერპარტიული ჯგუფი ირაკლი კობახიძის შეთავაზებასა და კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით დღეს მსჯელობას გეგმავს.

„ეს არ არის კომპრომისი, ეს არის კურიოზი. კონსენსუსი შიძლება შედგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა გადავა სამართლიან საარჩევნო სისტემაზე,“ - აცხადებს ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” მთავარი საბჭოს წევრი გიორგი ახვლედიანი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები