24 აპრილი 2024,   17:56
ვრცლად
რამდენად ითვალისწინებს „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს - „GRASS" დასკვნას გამოაქვეყნებს

რამდენად ითვალისწინებს „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ორი მოსმენით მიღებულ დოკუმენტზე საკუთარ დასკვნას დღეს "საქართველოს რეფორმების ასოციაცია" წარმოადგენს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ უმრავლესობის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიის თითქმის ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება მოხდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„GRASS"-ში ხაზს უსვამენ, რომ მმართველმა გუნდმა უგულვებელყო მთავარი პუნქტი - საკონსტიტუციო რეფორმის გატარება კონსენსუსის ფონზე. კითხვის ნიშნები ორგანიზაციაში აქვთ ასევე, პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

"არ იყო მათ შორის ბევრი რეკომენდაცია გათვალისწინებული და ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, ჩვენ ვიცით, რომ ეს არის კონსენსუსის მიღწევა და ამის შედეგად მიღებული კონსტიტუცია. მთავარი მოთხოვნა ყველა ოპოზიციური პარტიის, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის არის ის, რომ გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე არა 2024-ში არამედ, უახლოეს საპარლამენტო არჩევნებზე 2020 წელს. სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ არ არის გათვალისწინებული და ეს არის ალბათ ის მთავარი საკითხი, რაზეც კონსენსუსის მიღწევა ვერ ხერხდება," - აცხადებს ”ფაქტ-მეტრი”-ს რედაქტორი დავით ქუტიძე. 

დღის ამბები