19 აპრილი 2024,   16:41
ვრცლად
გიორგი ონიანის საქმე - სასამართლოში დღეს სახალხო დამცველს დაკითხავენ 

გიორგი ონიანის საქმეზე დღეს სასამართლოს ჩვენებას სახალხო დამცველი მისცემს. ბრალდებულის ინფორმაციით, პროკურატურა მთავარ მოწმეზე ზეწოლას ახორციელებდა, რის შესახებაც სასამართლოში უჩა ნანუაშვილი ისაუბრებს.

„ერთადერთი ჩვენება არსებობდა ჩემს წინააღმდეგ, რომელი ადამიანიც მივიდა ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველთან და მოახსენა, რომ ეს ჩვენება მიღებულ იქნა დაშინების, ზეწოლის და წამების შედეგად. სახალხო დამცველი მოვა დღეს სასამართლო პროცესზე, იგი ისაუბრებს იმის შესახებ თუ რა ელაპარაკა ბრალდების მოწმემ, რითიც მოსამართლე და ასევე საზოგადოებაც ცალსახად დარწმუნდება, რომ ყველაფერი ის, რასაც უგონებდნენ გიორგი ონიანს, რაზეც საუბრობდნენ მაღალი თანამდებობის პირები ამ წლების განმავლობაში, იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული,“ - განაცხადა გიორგი ონიანმა.

გამოძიება ადვოკატს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და განზრახ უკანონო დაკავებას ედავება.

პროკურატურის მტკიცებით, ონიანმა 2011 წელს უკანონოდ დააკავა შპს "დაო-პრინტის" მენეჯერი, რომელიც "ქართული ოცნების" ლოგოიან მაისურებს ამზადებდა.

დღის ამბები