19 აპრილი 2024,   10:01
ვრცლად
სოფელ ნასამხრალში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

თელავის რაიონის სოფელ ნასამხრალში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველების თქმით, მანქანა ცეცხლის გაჩენიდან რამდენიმე წუთში მთლიანად დაიწვა.

დაშავდა ტრანსპორტში მყოფი ორი მგზავრი, რომლებმაც სხეულის დამწვრობა მიიღეს. დაშავებულები თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო და სამაშველო სამსახურები არიან მობილიზებული.

დღის ამბები