20 აპრილი 2024,   19:23
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე სამეგრელოს რეგიონში მოსახლეობას ხვდება

"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე სამეგრელოს რეგიონში მოსახლეობას ხვდება. ფოთის მოსახლეობა მძიმე სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობს. ადგილობრივების თქმით, პრობლემაა მეთევზეობით დაკავებული მეწარმეებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციები.

ფოთის მოსახლეობას "ევროპული საქართველოს" ლიდერმა მერობის კანდიდატთან, ვახტანგ დარცმელიძესთან ერთად, წინასაარჩევნო გეგმაც გააცნო. 

“ქალაქში არის უკუსვლა, გაზრდილი სიღარიბე, უმუშევრობა, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა, არის უამრავი მოუგვარებელი პრობლემა. მათ შორის, უზარმაზარი პრობლემაა მეთევზეებისთვის, რომ მათ არ ანებებენ თევზჭერას და ამ ყველაფრის მოგვარებას სჭირდება პატრონი, სჭირდება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას,“ - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა, დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები