19 აპრილი 2024,   20:53
ვრცლად
ლეილა მუსტაფაევა აცხადებს, რომ პირებს, რომლებიც უთვალთვალებენ, პროკურატურა ხელს აფარებს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე და ადვოკატი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. ლეილა მუსტაფაევა და არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობენ, რომ, მთავარ საგამოძიებო უწყებაში მათი დაბარება, სავარაუდოდ, იმ პირების ფოტო-ვიდეო მასალის გასაჯაროებას უკავშირდება, რომლებიც, მათი თქმით, აფგან მუხთარლის და მის ოჯახს უთვალთვალებდნენ.

ლეილა მუსტაფაევამ 7 ადამიანის ფოტო-ვიდეო მასალა გაასაჯაროა, სამი ადამიანის შესახებ სამართალდამცავებს ივნისში მიაწოდა ინფორმაცია, დანარჩენ 4-ზე კი - აგვისტოში, თუმცა აფგან მუხთარლის მეუღლე ამბობს, რომ პროკურატურას რეაგირება არ მოუხდენია, ვინაიდან, მისი აზრით, პოლიცია და საგამოძიებო უწყება ამ ადამიანებს ხელს აფარებს.

„ფოტო მასალა 4 თვის წინ პოლიციას გადავუგზავნეთ და ერთი თვის წინ პროკურატურას წარვუდგინეთ, მაგრამ ამ მასალაზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. შემდეგ ფოტოები სოციალური ქსელით გავავრცელეთ და ვთხოვე ხალხს, ამ ადამიანების იდენტიფიცირებაში დამხმარებოდნენ. გამომძიებელმა, ლაშა აბულაძემ დამირეკა, ვკითხე მას, მოახდინეს თუ არა ამ ადამიანების ამოცნობა, რაზეც უარყოფითი პასუხი გამცა. მე ვუთხარი, რომ ჩვენ უკვე შევძელით მათი იდენტიფიცირება, სწორედ ამისთვის დამიბარეს აქ. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ეს ხალხი უთვალთვალებდა აფგანს ჯერ კიდევ მარტში, მის გატაცებამდე. ეჭვი გვაქვს, რომ პოლიცია და პროკურატურა მათ იმის გამო ვერ პოულობს, რომ უბრალოდ ამ ადამიანებს ხელს აფარებს," - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ. 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები