19 აპრილი 2024,   13:38
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარემ თანამშრომლებს აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

პარლამენტის თავმჯდომარემ თანამშრომლებს აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა. ირაკლი კობახიძემ ირაკლი მექვაბიშვილის გამოცდილებაზე ისაუბრა და მას წარმატებები უსურვა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა უწყების ყოფილ ხელმღვანელს, ლაშა თორდიასაც.

„გენერალურ აუდიტორს უნდა ახასიათებდეს რამდენიმე ძირითადი თვისება იმისთვის, რომ მან ჯეროვნად განახორციელოს საკუთარი ფუნქციები. ეს არის მიუკერძოებლობა, პატიოსნება და მაღალი კვალიფიკაცია. ზუსტად ამ სამი ნიშნის მიხედვით შეირჩა გენერალური აუდიტორის კანდიდატურა და სწორედ ამ სამი ნიშნის მიხედვით დაამტკიცა პარლამენტმა ბატონი ირაკლი მექვაბიშვილი გენერალური აუდიტორის პოსტზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები